Monday, November 3, 2014

ზოგიერთი მრავალწახნაგას ზედაპირის ფართობის გამოთვლა

პროექტის სახელწოდება: ზოგიერთი მრავალწახნაგას ზედაპირის ფართობის გამოთვლა
პროექტის იდეა: მოსწავლე თავისი ხელით ამზადებს სივრცულ ფიგურებს და ითვლის ამ ფიგურათა ზედაპირის ფართობებს
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია, რამდენადაც მოსწავლე თვითონ ქმნის  და  იკვლევს
პროექტის მიზანი: მოსწავლემ თვითონ შექმნას, დაამზადოს და გადაწყვიტოს მასთან დაკავშირებული საკითხები
მოსწავლეთა ასაკი: 11-12 წელი
პროექტის ხანგრძლივობა: 10 დღე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე ამზადებს ფიგურებს, ზომავს მათ მახასიათებლებს და ითვლის ფორმულის საშუალებით სრული ზედაპირის ფართობს
პროექტისთვის საჭირო რესურსები: ფერადი ფურცლები, მაკრატელი, წებო, სახაზავი, რვეული, კალამი, საჭიროებისამებრ კალკულატორი
პროექტის მსვლელობა: აქტივობა 1. მოსწავლე ფერად ფურცლებზე ხაზავს პრიზმისა და პირამიდის (სამკუთხა, ოთხკუთხა, მათ შორის კუბის) შლილებს 
აქტივობა 2. ფურცლიდან ამოჭრის შლილს და შესაბამისი გადაკეცვებით აწყობს ფიგურებს
აქტივობა 3. ზომავს ფიგურის წიბოებს
აქტივობა 4. ითვლის თითოეული წახნაგის ფართობს ფორმულის საშუალებით და ყველა წახნაგის ფართობთა შეკრებით ღებულობს სრული ზედაპირის ფართობს. ან ცალკე ითვლის გვერდით ზედაპირს ფორმულის საშუალებით და უმატებს ფუძის ან ფუძეთა ფართობებს. მსჯელობს გამოთვლის შესაძლო ოპტიმალური გზის შესახებ.
კუბის და მართკუთხა პარალელეპიპედის შემთხვევაში ითვლის მათ მოცულობასაც.
ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირი: მათ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია ფიგურის აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა. ამზადებს სივრცული ფიგურის შლილს.
მათ.VI.10. პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა
პროექტის ხელმძღვანელი: კობა გეჯაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  kobage5@gmail.com

პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი:  http://kobage5.blogspot.com/

No comments:

Post a Comment